26 February 2010


  pimky's mind.



    ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არ შემიძლია ვიყო კმაყოფილი, მაგრამ მერე მახსენდება ის მომენტები ჩემს ცხოვრებაში, როცა კმაყოფილი ვყოფილვარ იმ დროს, იმ  მდგომარეობით, მაგრამ მაშინ, როცა ვყოფილვარ კმაყოფილი, მქონდა ის ”ყველაფერი” რაც იმ დროს მინდოდა მქონოდა.
   მე შემიძლია ვიყო კმაყოფილი და ბედნიერიც, მაგრამ ალბათ უნდა მოვინდომო. ბევრჯერ გამიგია ” გინდა იყო ბედნიერი? იყავი!!!”.  ბედნიერება და კმაყოფილება რაღაცით გავს ერთმანეთს და ამავდროულად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, (ალბათ მეტად შეიძლება ამ თემას ჩავუღრმავდე, მაგრამ მგონი საკმარისია)
    მოკლედ ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა რომ საკუთარი თავით არ ვარ კმაყოფილი, რაზეც ოდესმე მივიქრია და დამიგეგმავს არასოდეს მიმიყვანია ბოლომდე, ეს იმიტომ რომ ამაზე პასუხს მხოლოდ საკუთარი თავი მომთხოვდა,   არა, პასუხისმგებლობის გრძნობა როგორ არ მაქვს, უბრალოდ საკუთარ თავს ბევრ შეღავათს ვუკეთებ, მაგრამ მოგვიანებით სასტიკად ვაკრიტიკებ, ზოგჯერ იმ დონეზეც რომ საკუთარი ჩრდილის დანახვაც აღარ მინდა. ყველაფერში რომ ზომიერებაა საჭირო, მავიწყდება.
    ალბათ მიზნების კარგად დასახვა რომ შემეძლოს ყველაფერი უკეთ იქნებოდა. მე ძალიან ნიჭიერად მიმაჩნია ადამიანი რომელსაც მიზნისკენ სწრაფვა და მათი რეალიზაცია შეუძლია. მაგრამ უფრო დიდი ნიჭია ღირსეული მიზნის დასახვა, ისეთის რომელიც ბედნიერს და  კმაყოფილს ერთდროულად გაგხდის.
    მე მგონი საერთოდ უნიჭო ვარ ამ საკითხში. ძნელია ამის აღიარება, მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერსად გაექცევი, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი უცნაური მიზეზი აქვს: ყოველთვის მგონია რომ  ვერაფერს ვერ ვასწრებ და ამის გამოა რომ ახალი საქმის დაწყება არ მინდა. შეიძლება ეს შიშია ან უბრალოდ პასუხისმგებლობის (საკუთარი თვის წინაშე) უნიჭოდ აცილების მანერა.  სულ მკონდა იმედი რომ დადგებოდა დრო, როცა ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც  მე მინდოდა, ანუ  მივხვდებოდი რისი კეთება მინდა ყველაზე მეტად ცხოვრებაში. ეხლაც ესე მგონია უბრალოდ დრო გარბის უმოწყალოდ. საკუთარი თვის წარუმატებელ ადამიანად აღიარება კი, არც თუ ისეთი ადვილი საქმეა.  მოთმინება კი არასოდეს კლავს, პირიქით, მოიგებსო ვინც მოითმენსო და ...  ჰა ...  ვზივარ და ვითმენ.
იქნებ რომ ვზივარ მაგაშია საქმე, იქნებ უნდა ვიდგე, ან ვიარო და ისე უნდა მოვითმინო? მოკლედ არ ვიცი და იმედი მაქვს მალე გავერკვევი ამ საშინელ ”აბდაუბდაში”


.

1 comment:

what do you think about?