30 November 2013

არადეპრესიული პოსტი

pimky's mind



   ძალიან როცა გტკივა, გინდა მარტო იყო ან მხოლოდ იმასთან ვის გამოც გტკივა, არ  გინდა ვინმეს გაანდო ეგოისტურად მარტო შენი გინდა იყოს ეს ტკივილი და მისი.
     სიყვარული  მოზომილად არ არსებობს და უზომო, მტკივნეულია უზომოდ. რო გიყვარს და თან ეს სიყვარული რო გტკივა, ეს არ ვიცი რის გამო ხდება ეჭვიანობის, ეგოიზმის უფრო მეტის სურვილის ან სხვა კიდე რამე ადამიანური გაუმაძღობის გამო.
    არადა მარტო იმითაც შეიძლება ბედნიერი იყო, რომ ის არსებობს, რომ ხედავ, რომ იღიმება,  უბარლოდ უყვარხარ,  შეგიძლია შეეხო, დაელაპარაკო, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ აფასებ, როცა საშიშროება დგება დაკარგვის, მხოლოდ მაშინ!!!  თუ ესე არ ხდება მაშინ  მეტი გინდა უბრალოდ არსებობის გარდა გინდა, რომ შენთვის იარსებოს, მხოლოდ შენ გხედავდეს, მარტო შენ გიღიმოდეს, შენ უყვარდე, მარტო შენ შეგეხოს და გელაპარაკოს.
    ან ტკივილი შეიძლება მონატრების გამო იყოს, როცა გენატრება და იცი რომ ამ წამს ვერ ნახავ და გრძნობ რო მის გარეშე გიჭირს.
   მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც დაშორებისას განიცდი, როცა არ იციი ის უშველებელი სიცარიელე რასაც განშორება ტოვებს რითი შეავსო, როცა ყველაფერს აზრი ეკარგება, როცა ”გაშტერებული” ზიხარ და არ იცი რა და რისთვის გააკეთო, როცა არაფერი გაბედნიერებს და ხალისი გეკარგება საერთოდ რამის კეთების. აუტანელია!!! ისეთი აუტანელი, რომ გირჩევნია ფიზიკურ ტკივილს განიცდიდე ვიდრე ამას.  ამ საშინელებისთვის მხოლოდ ერთი წამალი არსებობს ეს არის დრო. და ამ წამალმა რომ იმოქმედოს ჯერ მოთმინების ძალააა უნდა გამონახო იმ აბდაუბდაში რაც თავში და გულში ტრიალებს, უნდა გამონახო და უკეთესი მომავლის იმედით გააძლიერო,  სიცარიელე სხვა ძვირფასი ადამიანებით შეავსო, თუმცა თავიდან ძნელია, მაგრამ ნელნელა ხვდები რომ მზე ისევ ისე ანათებს, ადამიანებს ისევ ისე უყვარხარ, შენც გახსენდება ნელნელაა რა და როგორ იყო იქამდე სანამ ”ის” იქნებოდა, ხოდა ყველაფერი თვის ადგილზე დგება. და შენც ისევ ახალის და ”ლამაზის” მოლოდინში ხარ, თუმცა არ იცი ეს ”ახალი” რამე უკეთესს მოგიტანს თუ ისევ ისე გატკენს,. ეს იმიტომ რო უზომოდ ოპტიმისტები ვართ ადამიანები , ყველაზე პესიმისტსაც კი ჯერა ალბათ რომ ახალი აუცილებლად უფრო კარგი  იქნება და უფრო გაგაბედნიერებს.

 რა ვიცი  როგორ ვისწავლოთ იმის დაფასება რაც გვაქვს, ამ წამს, როგორ დავკმაყოფილდეთ ამ მცირედით. უბრალოდ გვიყვარდეს და ბედნიერები ვიყოთ ამით. არ ვიცი როგორ, მაგრამ აუცილებლად!!!

უბრალოდ გამახსენდა ის რაც იყო  რაც არის, რაც იქნება!

13 July 2011

მინდოდა

 
   რომ გავიცანი და მთელი მომდევნო კვირა სანამ მეორედ ვნახავადი, როცა მე მის უკან მივდიოდი,  როცა  გვერდით მეჯდა, როცა ველოდებოდი, როცა ფიქრობდა ხელზე  ”სახეჩამოყრდნობილი”, როცა ტბაზე სიცივეში გარეთ ვისხედით და ცხელ ჩაის ვსვამდით, როცა პირველად მითხრა, რომ ჩემთან უნდოდა,  როცა   წასვლაზე მელაპარაკებოდა გაბრწყინებული თვალებით, როცა ვუთხარი, რომ არაფერი გამოვიდოდა, როცა უჭირდა, ძალიან, როცა ჩემთან არ იყო და მაშინაც როცა ჩემთან იყო, ყოველდღე და დღეში უამრავჯერ, ყოველთვის როცა მის ზურგს ვხედავდი მინდოდა .........

ცამეტიდან ცამეტამდე... უკვე ერთი თვეა.

ვერ მოვასწარი

შენი გაცნობა კარგად, მეგობრობა, სვანეთში წასვლა ერთად, ჯაზ-ფესტივალზე დასწრება, მანქანის ტარება, ერთად დასვენება, ჩახუტება, მოგზაურობა, შენთან ჩამოსვლა, ბევრის თქმა, ნუცის გაცნობა,  სიყვარული თუმცა არა სიყვარული მოვასწარი და მიხარია.

26 February 2010